ფლორიდის შტატის კონგრესმენი კოკაინის მოხმარების გამო თანამდებობას დატოვებს

    რესპუბლიკელმა ტრეი რეიდელმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ის სკანდალი გახდა, რომელიც კოკაინის მოხმარების გამო აგორდა. ამაზე 27 იანვრის გამომცემლობა “Politico” წერს. ეს ინფორმაცია კონგრესმენის წარმომადგენელმაც დაადასტურა. რეიდელი 2012 წლიდან ფლორიდის შტატის კონგრესმენი იყო. მას შემდეგ, რაც ტრეი რეიდელი თანამდებობას დატოვებს, შტატის გუბერნატორი რიკ სკოტი ახალი არჩევნების თარიღს დანიშნავს. უკვე დაიწყო დავა ადგილობრივ რესპუბლიკელებს შორისაც. რეიდელი 2013 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც ის 3,5 გრამ კოკაინს სპეცაგენტისგან ყიდულობდა, რომელმაც თავი ნარკობარონად გაასაღა. ნოემბერში კი რეიდელმა აღიარა, რომ ის ნარკოტიკს ინახავდა. ამის შემდეგ პოლიტიკოსმა თითქმის ერთი თვე სარეაბილიტაციო კლინიკაში გაატარა. ამ დროს მან განაცხადა, რომ ის არ აპირებდა პოსტის დატოვებას და იანვარში თავის ადგილზე დაბრუნდებოდა, თუმცა მას გავლენიანმა პარტიის წევრებმა თანამდებობის დატოვება აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები