მამუკა ბახტაძე: ბევრ ემიგრანტს ძალიან კარგი, კონკურენტუნარიანი პროექტი აქვს და გამოცდილები არიან

„ბევრ ემიგრანტს ძალიან კარგი, კონკურენტუნარიანი პროექტი აქვს და არიან გამოცდილები“, – ამის შესახებ ფეისბუქ-ლაივ ჩართვისას ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრმა ემიგრანტების პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთედეს იმისთვის, რომ ემიგრანტებმა პროექტების რეალიზება საქართველოში განახორციელონ.
„ბევრ ემიგრანტს ძალიან კარგი, კონკურენტუნარიანი პროექტი აქვს და არიან გამოცდილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ თამაშის წესები, სადაც ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ მათი პროექტების რეალიზაციას საქართველოში ჩვენი ეკონომიკის და მათი ოჯახების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, პროგრამის ბენეფიციარები უნდა იყვნენ ასევე ახალგაზრდა სტარტაპერები.
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ახალი სამართლიანი თამაშის წესების პირობებში, ბევრი ახალგაზრდა სტარტაპერი შეძლებს საქართველოში წარმატებული ბიზნესის ორგანიზებას.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივ ჩართვის დაწყებისას აღნიშნა, რომ ახალმა ინიციატივებმა საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსია გამოიწვია, რაც მისასალმებელია.
მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა არგუმენტები იქნა წარმოდგენილი. მინისტრის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საზოგადოებაში არის განცხადა, რომ სიღარიბის დამარცხების საშუალება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.
ფინანსთა მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარია ეკონომიკურად დასაბუთებულ და სიცოცხლისუნარიან პროექტებზე.
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში ახალი სამართლიანი თამაშის წესები, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ქართულ ოჯახს, ეს განცხადება ამის წინაპირობაა. ეკონომიკაში, სადაც ვერ ხორციელდება ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტები, ეს ნიშნავს, იმას, რომ თამაშის წესები ამ ეკონომიკაში არის გადასახადი. ეს არის ჩვენი მიდგომა – ეკონომიკაში თამაშის წესები უნდა იყოს ისეთი, სადაც ყველა ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტის განხორციელება მოხდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები