მანანა კორძაიას საჯარო ლექცია – „მესამე წახნაგი“ გაიმართება

19 აპრილს, 18:00 საათზე,  ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, მანანა კორძაიას საჯარო ლექცია – ,,მესამე წახნაგი” გაიმართება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით,  ლექციაზე განხილული იქნება ზაქარია ფალიაშვილის ორი ოპერის (,,აბესალომ და ეთერი” და ,,დაისი”) უარყოფითი გმირები, რომლებიც არღვევენ შეყვარებულ წყვილთა ჰარმონიას.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები