„ახალ მზიურში“ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
21 აპრილს, 14:00-დან 20:00 საათამდე, „ახალ მზიურში“ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ყვავილები 1 ლარად გაიყიდება, თანხა კი მთლიანად ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს მოხმარდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან; „ახალი მზიური”, ,,პარტიზანული მებაღეობა თბილისში” და ყვავილების სათბური “ფლორ დე ლი”.