ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართება

26 აპრილს, 18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ოჯახის წევრები – ჯანსუღ კახიძის მეუღლე და შვილები: ვახტანგ კახიძე და თეკა კახიძე.
მოწვეული სტუმრები იქნებიან: მომღერალი ეკა მამალაძე, ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“.
ჯანსუღ კახიძეს მოიგონებს თსუ კლასიკური ფილოლოგიის მოწვეული ლექტორი ვალერი ასათიანი.
საღამოზე ნაჩვენები იქნება ჯანსუღ კახიძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან ექსკლუზიური კადრები, რომელიც სპეციალურად ოჯახის წევრებმა შექმნეს. ვიდეოში ჯანსუღ კახიძე თავად მოუყვება სტუდენტებს თავისი შემოქმედების შესახებ, იდირიჟორებს და იმღერებს.
საღამოზე შესრულდება ჯანსუღ კახიძის სიმღერები, ეკა მამალაძის და ანსამბლი „რუსთავის“ შესრულებით, აკომპანირებას გაუწევს ვახტანგ კახიძე.
დასასრულ, ოჯახის წევრები და მეგობრები ისაუბრებენ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე, უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს.
საღამო თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები