თურქეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის – „სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა

ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის  -“სუხიშვილების” კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
კონცერტს დაესწრნენ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები