„სიკეთე გადამდებია“ – ზესტაფონი სამადლობელ ღონისძიებას უმასპინძლებს

26 აპრილს, 18:00 საათზე, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღონისძიებას – „სიკეთე გადამდებია“ უმაპინძლებს. ეს იქნება „ჯორჯიან მანგანეზისადმი“ მიძღვნილი სამადლობელი ღონისძიება.
„ელიტარული სკოლის მოსამზადებელი ცენტრის“ ხელმძღვანელის ქეთევან ქათამაძის თქმით, საღამო ეძღვნება ქველმოქმედებას, რომელსაც გასცემს „ჯორჯიან მანგანეზი“ არა მარტო ზესტაფონის რაიონისთვის, არამედ ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის.
„ჯორჯიან მანგანეზი“ წლების მანძილზე აფინანსებს სხვადასხვა სახის პროექტს სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2017 წლის ჩათვლით „ჯორჯიან მანგანეზმა“ დახმარების სახით  2592 908 ლარი გასცა. „ჯორჯიან  მანგანეზი“ ჩვენი ცენტრის 33 აბიტურიენტს აფინანსებს.
ჩვენც, ჩვენი მხრივ, გადავწყვიტეთ, მადლიერება გამიგვეხატა და სამადლობელი საღამო დავგეგმეთ, მაგრამ საღამო მხოლოდ ამით არ ამოიწურება, ეს „ჯორჯიან მანგანეზის“ მთელი ისტორიაა დაარსებიდან დღემდე, სლაიდებით გადმოცემული. სლაიდებს მიჰყვება წამყვანის ტექსტი, რომელიც აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გაკეთებულ საქმეებს, სკოლების, გაჭირვებულების, მუნიციპალიტეტისადმი გაწეულ ქველმოქმედებას“… – აღნიშნავს ქეთევან ქათამაძე.
საღამოს დევიზად ილია მეორის სიტყვები აქვს წამძღვარებული: „თუ ადამიანი სიკეთეს სთესავს, ეხმარება გაჭირვებულს, მას უფალი ნაკლებად უმზადებს განსაცდელს“.
კონცერტში მონაწილეობენ: ზესტაფონის ანსამბლები: „ძმები“, „შევარდენი“, ეკა ბარბაქაძის მოსწავლეები, ირმა ჯაშიაშვილის სტუდიის მოსწავლეები.
სიტყვით გამოვლენ: „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ნიკა ჩიქოვანი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების და სოციალურ საკითხებში თამარ ჭიპაშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახა მახათაძე, კლინიკა „ფერომედის“ დირექტორი კოტე ქავთარაძე
საღამო დასრულდება კონცერტით და ვაჟთა გუნდის მიერ შესრულებული  სიმღერით: ,,ახალგაზრდული”. სიმღერის მსვლელობისას სცენაზე აინთება რვა ფეიერვერკი. ფონი კი ვარდებით იქნება გაფორმებული.

ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი:

„ეს საღამო პედაგოგ ქეთევან ქათამაძის ინიციატივაა, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების თემებზე. სწორედ მისი ინიციატივა იყო ამ საღამოს ჩატარება – „სიკეთე გადამდებია“.  ქართველი ქველმოქმედების სია, ილია ჭავჭავაძიდან და დავით სარაჯიშვილიდან დაწყებული გრძელია,  მთელი ისტორია, მათ შორის არის ის ქველმოქმედებაც, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ სადღეისოდ ეწევა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით… საღამოზე სწორედ   ჩვენ მიერ პრაქტიკულად განხორციელებული მრავალი საქმე გაშუქდება.
ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია. ამბობენ, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. რაც უფრო ბევრი მერცხალი გამოჩნდება და  გადამდები სიკეთე სხვებსაც გადაედებათ, ალბათ უფრო წინ წავა ქართველი ერი და კიდევ უფრო მრავალი კეთილი საქმე გაკეთდება.  

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები