სამეცნიერო კაფე ლექციას – „ივრისპირეთის პალეონტოლოგიური ექსპედიცია“ უმასპინძლებს
20 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში მართავს ლექციათა ციკლს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციების მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგს მეცნიერებსა და ვიზიტორებს შორის.
ლექციას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი მაია ბუხსიანიძე თემაზე – „ივრისპირეთის პალეონტოლოგიური ექსპედიცია“. ლექციაზე საუბარი იქნება ივრისპირეთის პალეონტოლოგიური მატიანის მნიშვნელობაზე ევრაზიის გვიან მიოცენური ფაუნის ევოლუციაში და ასევე ამ კვლევის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.