ეთერ ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება

 ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გრძელდება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტის – ეთერ ჭაბუკიანის ხსოვნას.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენა  23 აპრილამდე გაგრძელდება.
ეთერ ჭაბუკიანი, ვახტანგ ჭაბუკიანის დისშვილი და შვილობილი გახლდათ, ვახტანგმა მას საკუთარი გვარი მისცა. იგი  1968 წლის 11 აპრილს, 37 წლის ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
იცეკვა: მზექალა (ს. ცინცაძე ,,ცისფერი მთის საუნჯე”), ბიანკა(ა. მაჭავარიანი ,,ოტელო”), სამეფო თევზი (ბ. კვერნაძე ,,მხატვრის სახელოსნოში”); საცეკვაო ნომრები ოპერებში: ზ. ფალიაშვილი ,,აბესალომ და ეთერი”, ,,დაისი”, ვ. დოლიძე ,,ქეთო და კოტე”, მ. ბალანჩივაძე ,,დარეჯან ცბიერი”; მირტა (ადანი ,,ჟიზელი”), ჰასინტა (კრეინი ,,ლაურენსია”), ელეონორა დ’ესტე(ლისტი ,,ტორკვატო ტასო”), მარია (ასაფიევი ,,ბახჩისარაის შადრევანი”), პრინცესა ფლორინა (ჩაიკოვსკი ,,მძინარე მზეთუნახავი”); განსაკუთრებით გაითქვა სახელი სენ–სანსის ,,მომაკვდავი გედის” და გლუკის ,,მელოდიის” შესრულებით.

მისამართი: აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები