საჯარო ლექცია – ,,პასტერნაკი და გალაკტიონი” გაიმართება

18 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში მართავს საჯარო ლექციას – ,,პასტერნაკი და გალაკტიონი”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თუ რატომ არ უთარგმნია პასტერნაკს გალაკტიონის არცერთი სტრიქონი,  საჯარო ლექციაზე  ვახტანგ ჯავახაძე ისაუბრებს.
პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი – ბორის პასტერნაკი. მას ეკუთვნის ქართველი პოეტების თარგმანები, მაგრამ ქართული პოეზიის ამ მცირე ანთოლოგიაში ვერ მოხვდა გალაკტიონი. ლექციის თემაც ეს იქნება.

მისამართი: მარჯანიშვილის 4, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები