შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს

   “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს და 41 კითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვს. ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს გამართული ბრიფინგზე განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში კიდევ ერთხელ ვიწვევ, იმისათვის, რომ ამ დებატებისთვის მომზადების საშუალება ჰქონდეს, წინასწარ 41 კითხვას ვუგზავნი“, – აღნიშნა შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ დებატებში. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება მრავალ კითხვას აჩენს საზოგადოებაში, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს პასუხი.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის შემოთავაზებას დათანხმდება და ტელედებატებში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები