მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

13 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრს 90 წლის იუბილე უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კვირეული მოეწყობა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და თეატრის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები