„ბადაგონის“ მხარდასაჭერად სააღდგომო კონცერტი გაიმართება

13 აპრილს, 20:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) „ბადაგონის“ მხარდასაჭერად სააღდგომო კონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, Kordz, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნიკოლოზ წულუკიძე, ბახვა ბრეგვაძე.
„თქვენი და ჩვენი საყვარელი მუსიკოსები, მსახიობები, „ბადაგონის“ მეგობრები და მხარდამჭერები გავერთიანდებით! მოდი „ბადაგონის“ მხარდასაჭერად!“ – აღნიშნულია „ბადაგონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები