ლექცია – „ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის დინამიკა“ გაიმართება

17 აპრილს,  17:00 საათზე, „კავკასიური სახლი“ ლექციას – „ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის დინამიკას“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას,  სახალხო უნივერსიტეტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვანო აბრამაშვილი წაიკითხავს.
ვანო აბრამაშვილი 2015 წლიდან „კავკასიურ სახლში“ მუშაობს. იგი ორგანიზაციის მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის მკვლევარია. მან მონაწილეობა ამიიღო ათობით საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარსა თუ სასწავლო ვიზიტში, რომელთა მიზანი ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშეწყობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პრობლემატიკის განხილვა გახლდათ.
აბრამაშვილმა გამოაქვეყა მრავალი სტატია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების, რუსეთის საგარეო პოლიტიკის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და გლობალური კრიზისების საკითხებზე. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი „კავკასიური სახლის“ მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის თანაავტორი და ხელმძღვანელია.
ვანო აბრამაშვილმა სხვადასხვა დროს განათლება მიიღო საქართველოში, ესტონეთსა და შეერთებულ შტატებში.
„კავკასიური სახლი“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინსტიტუტია. ორგანიზაცია მშვიდობის მშენებლობისა და კავკასიელ ხალხთა შორის დიალოგის გაძლიერების მიმართულებებით მუშაობს. „კავკასიური სახლის“ პრიორიტეტთა შორის მთარგმნელობითი საქმიანობის მხარდაჭერაც გახლავთ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის თაოსნობით ქურთულ და ესტონურ ენებზე ითარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: გალაკტიონის ქ. #20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები