„ირიაო“ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა „საევროვიზიო“ შოუს მეოთხე ეპიზოდის გამარჯვებულია

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა „საევროვიზიო“ შოუს მეოთხე ეპიზოდის გამარჯვებულია.
1 tv.ge-ს ინფორმაციით, De Eurovisa-ს ამ ეპიზოდში, საქართველოსთან ერთად, კიდევ რვა ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის, უნგრეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, ნორვეგია, სლოვენია, ლატვია, მალტა და უკრაინა.
კონკურსანტებს ჟიურის წევრები: ევა ფრანცი, იოჰან ლინდრუსი, რიკო ეკლუნდი და ფელისია იარნსტორმი აფასებდნენ.
„ირიაომ“ საბოლოოდ 33 ქულა დააგროვა.
„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს წელს ჯგუფი „ირიაო” წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.
2018 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს ჩატარდება.
კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები