„დიდი პოეტი ჩემი პირველი დიდტირაჟიანი (50 000) ორტომეულის – ,,დედაბუნების“ წინასიტყვაობის ავტორია“

ცნობილი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს ეხმაურება ჟურნალისტი და მოგზაური, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არნოლდ გეგეჭკორი. „კვირა“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„უგამორჩეულესი პოეტის, ბატონი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა. ნებისმიერი ქართველი, რომელიც მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო, უნდა ამაყობდეს ამ ურთიერთობით. განგებამ მარგუნა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბატონ მუხრანთან მსგავსი სიახლოვე. ეს ურთიერთობა აისახა შემდეგში: დიდი პოეტი ჩემი პირველი დიდტირაჟიანი (50 000) ორტომეულის – ,,დედაბუნების“ წინასიტყვაობის ავტორია.
ეს წინასიტყვაობა ბუნებაზე დაწერილი პროზაული შედევრია. იგი ბატონმა მუხრანმა თავის მრავალტომეულშიც შეიტანა. როგორც ბევრმა სხვამ, დღეს მუხრანის არამარტო ესოდენ ამაღლებული ლექსები ვიცი ზეპირად, არამედ პოემაც (,,ვახტანგმა გადინადირა მთანი მაღალი მთიანი“…). ჩემს შვილიშვილსაც, იმ ხუთი-ექვსი წლის ასაკში წაუკითხავს მისთვის ორი-სამი ლექსი. მათზე მუხრანს მისებური რეპლიკა გაუკეთებია: ,,ყოჩაღ, შენ ნამდვილი ქართველი ყოფილხარ!“ – წერს არნოლდ გეგეჭკორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
2018 წლის 12 აპრილს მუხრან მაჭავარიანი 89 წლის გახდებოდა. მეგობრის, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე მისულ 81 წლის პოეტს გულის შეტევა დაემართა და 2010 წლის 17 მაისს სცენაზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები