საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია – „მზის გოგონები“ კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია

საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია „მზის გოგონები“ კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მომნაწილეობას.
ევა ჰუსონის ფილმი “პალმის რტოსთვის” იბრძოლებს. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი პროგრამის Film In Georgia მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად ახორციელებენ.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ფილმის მთელ გადამღებ ჯგუფს, პროდიუსერ ვოვა კაჭარავას და ქართულ საპროდიუსერო კომპანიას – 20 Steps Productions.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები