თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა და გერმანელი დირიჟორის, კრისტოფ მაიერის კონცერტი გაიმართება

16 აპრილი, 18:00 საათზე, Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა და გერმანელი დირიჟორის, კრისტოფ მაიერის კონცერტი გაიმართება.
მცხეთაში პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური ინსტრუმენტებით. პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი. იგი ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში.
კონცერტები გაიმართება: 16 აპრილს 18:00 საათზე, ცხეთაში, 23 აპრილს სტეფანწმინდაში, 24 აპრილს დუშეთში, 25 აპრილს ზუგდიდში, 26 აპრილს ქუთაისში, 27 აპრილს თელავში და 4 მაისს რუსთავში. კონცერტებზე შესრულდება როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები