„ბაღია ჩვენი ქვეყანა“ – ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ერთობლივი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენცია მიეძღვნა Check-in Georgia-ს ფარგლებში გასამართ ფესტივალს – „ბაღია ჩვენი ქვეყანა“. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინე საგანელიძე.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ფესტივალის მნიშვნელობაზე: ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაციას, ფოლკტურიზმის განვითარებას, თბილისური ანსამბლების წახალისებას და მომავალი თაობის ქართული ფოლკლორით დაინტერესებას.
15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.
თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
15 აპრილს პირველ კონცერტს  ანსამბლი „დიდგორი“ ზესტაფონის ხელოვნებისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში 
გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები