ანსამბლ „ნანინას“ კასპის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს

Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა”. როგორც „კვირას“ ფოკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს,  ფესტივალის ფარგლებში თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს ჩაატარებენ რეგიონებში.
21 აპრილს, 18:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი „ნანინა“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.

მონაწილეობენ ანსამბლები: „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“.
კონცერტები გაიმართება მუნიციპალიტეტებში: ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები