“ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას”

“ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტი ნებისმიერი განხილვისა და დისკუსიისთვის მზადაა.

„ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ინტერესები. ჩვენი ამოცანა და მიზანია ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და რაც მთავარია, ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები