კახა კალაძე: „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
„ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის.
„პარტიაში ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პარტიული კონფერენციები და მიმდინარეობს მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. დაპირისპირებას რაც შეეხება, მსგავსი არაფერი ხდება. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი, ხელმძღვანელობის მხრიდან, ყველაფერი იქნება ცნობილი. ამჯერად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის და შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.