შსს-მ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბელიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეებსა და საქართველოში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ვითარება სამართალდამცველების მისვლის შემდეგ განიმუხტა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს სიმართლის დადგენა და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები