ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება
ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მიაპყროს მაქსიმალური ყურადღება და ამ მიმართულებით პარლამენტი აქტიურად იმუშავებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სამწუხარო ინციდენტები. სამწუხაროდ, გრძელდება ეს პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ამ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მიაპყროს მაქსიმალური ყურადღება ამაზე და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, პარლამენტი აქტიურად იმუშავებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.