წმინდა ცეცხლი საქართველოშია

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი მომლოცველებმა საქართველოში ჩამოიტანეს.
წმინდა ცეცხლი აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა.
მართმადიდებლური სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები