მაია ცქიტიშვილი: საკადრო ცვლილებები ჩემი თვითმიზანი არ არის
ბუნებრივია, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა, საკადრო ცვლილებები არაა ჩემი თვითმიზანი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “ქრონიკასთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„რეორგანიზაცია თავისთავად არ არის ჩემი თვითმიზანი. ეს საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, თუ რომელი ადამიანი, რომელ კონკრეტულ ამოცანას შეეფერება დროის კონკრეტულ მომენტში. საკადრო ცვლილებები იქნება, ეს გარდაუვალი პროცესია. საკადრო ცვლილებები შეიძლება იყოს ამ ეტაპზეც და მომდევნო ეტაპზეც“, – განაცხადა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილმა 30 მარტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება.