ისნის რაიონის მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დავით ჭიჭინაძემ მიულოცა

ავლაბარში, ელიაზე და მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებმა 1000 ოჯახმა მაჟორიტარი დეპუტატისგან საკვები პროდუქტები საჩუქრად მიიღეს.
ასეთივე სააღდგომო ნაკრებს მიიღებს ჩუღურეთში მცხოვრები ის მოსახლეობა, რომლებიც ისნის მე-9 საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები არიან. ამ წინასააღდგომო აქციის ბენეფიციარი ჯამში 1000-მდე ოჯახი იქნება.
დავით ჭიჭინაძე: აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას! უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების რწმენას უკავშირდება და ადამიანებს სიხარულით ავსებს. ყველას ვუსურვებ სულიერ სიძლიერეს და ბედნიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები