თელ-ავივიდან თბილისში წმინდა ცეცხლს 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

თელ-ავივიდან თბილისში წმინდა ცეცხლს 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ.

როგორც „კვირას“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. სააღდგომო ლიტანიობა კი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი წელს თბილისის დროით 15:17 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული იერუსალიმში პირველად III საუკუნეში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები