ირაკლი კობახიძე კანადაში 14 სპორტსმენის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანადაში 14 სპორტსმენის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში – კანადაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრების 14 სპორტსმენი დაიღუპა.