„ჯორჯიან მანგანეზმა“ სააღდგომო ნობათი სათნოების სახლის, „კათარზისის“ ბენეფიციარებს გადასცა (ვიდეო)
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სათნოების სახლს „კათარზისს“ ეწვია. კომპანიის წარმომადგენელმა, ვასილ გველესიანმა ცენტრის თითოეულ ბენეფიციარს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა მათ სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცა.
“კათარზისის” ბენეფიციარებს “ჯორჯიან მანგანეზის” საჩუქრები გადავეცით, რაც სააღდგომო დღესასწაულისთვის შესახვედრადაა საჭირო – პასკა, ბოთლი ღვინო და კვერცხი. ასე რომ, კომპანიის მცდელობა, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, დღესასწაულს შეხვდეს, სისრულეში მოვიყვანეთ. ვფიქრობთ, რომ ბენეფიციარებიც კმაყოფილები დარჩნენ ამით”,-აღნიშნა ვასილ გველესიანმა.
სათნოების სახლის, “კათარზისის” ხელმძღვანელმა, მერაბ გორდეზიანმა მადლობა გადაუხადა “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობას და აღნიშნა, რომ სასიხარულოა კომპანიის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება.
“მე ძალიან მახარებს ის ვითარება, რაც ჩვენსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის ჩამოყალიბდა და რასაც უერთიერთდახმარება ჰქვია. დღევანდელი დღეც ამის ნიშანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი ნებით მობრძანდნენ და არა ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, ქრისტიანებისთვის ასეთი დიდი დღესასწაული მოგვილოცეს და მოგვიტანეს განსაკუთრებული ნობათი, რომლებსაც გადავცემთ ჩვენს ბენეფიციარებს და რა თქმა უნდა, ისინი ამით გაიხარებენ. კიდევ ერთხელ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობას”,-განაცხადა მერაბ გორდეზიანმა.
