ერთი დაღუპული მოქალაქე და სამი დაშავებული მეხანძრე – მოსკოვში ხანძარი ლოკალიზებულია
მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ “Персей для детей“-ში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია სამი მეხანძრე.
ხანძარს უკვე მეორე კატეგორიის ხარისხი მიენიჭა.
ოთსართულიანი შენობა, რომელიც მოსკოვში „Малая Семеновская“ -ზეა განთავსებული, 2009 წლიდან მოქმედებს.
სავაჭრო ცენტრში საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახის სათამაშოები იყიდება.
ერთ-ერთ სართულზე საბავშვო ატრაქციონიც არის განთავსებული.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.