ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის თანამშრომლებმა ინტენსიური სწავლების კურსი გაიარეს. სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტში (ÚKZÚZ) ჩატარდა.

ჩეხმა კოლეგებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებს  ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და  დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მხარეებმა ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა და ტესტირების ჩატარების ვადები განიხილეს. ჩეხეთში მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მცენარეთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები