ბექა ოდიშარია: თბილისი იქნება ევროპული ტიპის ქალაქი – ქართული ტრადიციული იერსახით

“მივესალმები ბოლო პერიოდში გამოკვეთილ ტენდენციას, რომელიც პარლამენტისა და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივების შემუშავებაში გამოიხატება”,-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივები მიმართულია დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუმჯობესებაზე.

„ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებიც “ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის ნაწილია. დედაქალსქის მერს კახა კალაძეს აქვს ხედვა, რომლის საბოლოო მიზანია თბილისი მართლაც არა მხოლოდ შინაარსით , არამედ ფორმითა და ცხოვრების სტანდარტითაც დაემსგავსოს ევროპული ტიპის დედაქალაქს ქართული ტრადიციული იერით.

ამ თვალსაზრისით მისი იერსახის მოფრთხილება,ქაოტური გარევაჭრობისა და გარერეკლამის მკაცრი რეგულირება არის საკითხი, რომელიც სწრაფად არის მოსაგვარებელი სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან ერთად. დარწმუნებული ვარ წინამდებარე ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთმნიშვნელოვნად დადებითად და ეფექტურად იმოქმედებს ამ პროცესებზე”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტი განხილავს კანონის პროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც მოიცავს სანქციების გამკაცრებას შემდეგი მიმართულებებით:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება – სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები