„ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“ – პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკმარისად დიდი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ აქტიურად იყოს ჩართული ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. ვფიქრობთ, ეს ის სფეროა, რომლითაც, დღეს, დაინტერესებულია როგორც ბიზნეს-წრეები, ასევე საზოგადოება. რომ სტუ-ში დაგროვილი ცოდნა ვერ პოულობს სათანადო ასახვას ინოვაციებში. რისი ცოდნაა აუცილებელი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის იმ პროცესში, რაც სამეცნიერო შრომების ტექნოლოგიურ ინოვაციებში გადატანას ახლავს თან, იმ ფონზე, როდესაც ინოვაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება და მისი კვლევა გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა მუდმივად მზარდია“, – ამ სიტყვებით წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აჩილ ფრანგიშვილმა აუდიტორიას საგანგებოდ მიწვეული ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის (Antwerp Management School)კვლევებისა და განვითარების მიმართულების დირექტორი, პროფ. მაკა დე ლამეიორი.

ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, მაკა დე ლამეიორმა თავისი პრეზენტაციით – „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“ – ისაუბრა იმ ძირეულ საკითხებზე, მეთოდოლოგიებსა და მენეჯმენტის გზებზე, ასევე, ამ სფეროში დაგროვილ იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია სამეცნიერო შრომების ტექნოლოგიურ ინოვაციებში ასახვისა და ახალი ბიზნესმოდელების შექმნის პროცესში.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მხარი აუბას იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აქტუალური, მითუმეტეს, რომ მას დიდი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია და სავსებით შესაძლებელია, რომ ინოვაციების დანერგვის კუთხით სტუ-ში არაერთ მნიშვნელოვან სტარტაპს ჩაეყაროს საფუძველი.რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ ქართული სამეცნიერო გამოცდილება ახალ ინოვაციებში გადავიტანოთ და მომხმარებელს შევთავაზოთ? ჩემი პრეზენტაციით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიებისა და მენეჯმენტის ფორმების გამოყენება ინოვაციების დანერგვისას. არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ბატონ არჩილ ფრანგიშვილთან და სწორედ მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რა მიმართულებების განვითარებას გეგმავს უნივერსიტეტი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციებისთვის არ არსებობს საზღვრები, ქართველ მეცნიერთა მიერ დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით, შესაძლებელია ისარგებლოს როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა თუ გერმანელმა მომხმარებელმა. ინოვაციებით ხომ საზრდოობს ბიზნესიც და სარგებლობს საზოგადოებაც“, – აღნიშნა მაკა დე ლამეორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები