ნიკა მესხი აზიურ ფაროსანაზე – „მოწამვლითი ღონისძიებები, სავარუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება“

მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმებზე და ამ კუთხით რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები უკვე დავიწყეთ, რაც პირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდის უნდა ჩატარდეს მის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები. ჩვენ, ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ ფერომონიალი დამჭერების განთავსება. თითოეული სოფლის დონეზე დავაყენებთ ასეთ მონიტორინგის სისტემებს, შესაბამისად ჩვენ გვექნება ინფორმაცია ამ მავნებლის შესახებ, ასევე განვსაზღვრავთ ღონიძიებების დაწყების ზუსტ ვადებს. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლობასთან, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველში. ამ კუთხით სრული მობილიზაციაა და ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები ჩავატაროთ“,- განაცხადა ნიკა მესხმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჩატარდეს მონიტორინგი ისეთ ადგილას, სადაც აზიური ფაროსანა აქამდე არ გვხვდებოდა.
„აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩატარდეს მონიტორინგი ისეთ ადგილას, სადაც აქამდე ეს სახეობა არ გვხვდებოდა და დროულად მოხდეს მის წინააღმდეგ ღონისძიბების გატარება. ამ მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში დავიწყეთ მონიტორინგის სისტემების დაყენება, რათა განვსაზღვროთ ეს მავნებელი გვხდება თუ არა იქ და მივიღოთ თუ არა შესაბამისი ზომები საჭიროების შემთხვევაში“,- აღნიშნა მესხმა.
მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების არეალია: აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, აჭარის რეგიონები და ასევე იმერეთის გარკვეული ნაწილი.
„ფერომონიალების დამჭერების განთავსება ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ დროულად და სწორად ჩავატროთ ბრძოლის ღონისძიებები, თორემ გავრცელების არეალის შესახებ, დასავლეთ საქართველოში ინფორმაცია ისედაც გვაქვს. დამჭერების საშუალებით წამლობის დაწყების ვადებსაც განვსაზღვრავთ. მაგალითად, ახლა ჩვენ რომ შეწამვლითი ღონისძიება გავტაროთ, აზრი არ აქვს, რადგან მავნებლის უმეტესი მათგანი ჯერ ისევ მოზამთრე ფაზაშია, ამიტომ ღია გრუნტში ღონისძიებების გატარება, ამ შემთხვევაში უშუალო ქიმიური პრეპარატების გამოყენებით დაუშვებელია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მავნებელს მოზამთრე ადგილებზე მექანიკურად ვებრძოლოთ, რათა გარეთ უკვე ნაკლები რაოდენობა გამოვუშვათ“,- განაცხადა ნიკა მესხმა.
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იმ რესურსების შესახებაც ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით საქართველოს მავნებლთან საბრძოლველად აქვს.
„მიმდინარე წელს ჩვენი რესურსი გაათმაგდა. ჩვენ მთელი წლის განმვალობაში შეგვეძლება ვამუშაოთ 160 ერთეულამდე სპეციალური ტექნიკა. გამოყენებული იქნება როგორც თერმული ტექნოლოგია, ასევე ე.წ. ცივი შესხურება. აგრეგატები უკვე საქართველოშია. ასევე, ის საჭირო პესციდიტი რაც ღონისძიებებისთვის გვჭირდება – დასავლეთ საქართველოში ესეც უკვე დასაწყობებული გვაქვს და მთლიანობაში ჩვენ შეგვეძლება 250 ათასი ჰექტარი ოთხჯერადად დავამუშაოთ“,- აღნიშნა მესხმა.
მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ მოსახლეობაც იყოს ჩართული.
„მნიშვნელოვანია ჩართული იყოს მოსახლოება, რაც გულსიხმობს თავიანთ ფართობებში ღონისძიბების გატარებას, ჩვენ მოვიცავთ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებს, ასევე მათი ფართობებსაც. თუმცა, თავიანთ ნაკვეთში, სადაც ჩვენს მიერ ვერ მოხდება ფიზიკურად ღონისძიებების გატარება, მათაც განახორციელონ. ჩვენ, მიმდინარე წელს ამ პროგრამით გათვალისწინებული არ გავქვს პრეპარატის გადაცემა, თუმცა გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დაახლოებით 230 ათასი პესციდიტი და ფერომენი გადავეცით მოსახლოებას, რომელიც დაახლოებით ჰექტარნახევარი ფართობის შესაწამლად არის საკმარისი. ამიტომ ვისაც არ გამოუყენებია ეს პრეპარატი, ან ნაწილი აქვს დარჩენილი, იგივე ამ პრეპარატით შეუძლია გაატაროს ღონისძიებები. თითოეულ პრეპარატს შენახვის ვადა სამი წელი აქვს და შესაბამისად, შეუძლიათ მიმდინარე წელსაც გამოიყენონ.
პრეპარატებთან, რომელსაც ვიყენებთ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, აუცილებელია დავიცვათ გამოყენების წესები, როგორიც არის ხარჯვის ნორმა, ლოდინის პერიოდი, შესხურების ვადები და ა.შ. როდესაც ესეთ პირობებს დავიცავთ ჩვენ მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან მის უარყოფით მოქმედებას ადამიანზე, გარემოსა და ცხოველებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ეს უსაფრთხოების ნორმები და ის რეგლამენტები რაც ჩვენთან არსებობს“,- განაცხადა მესხმა.
ნიკა მესხის ინფორმაციით, მოწამვლითი ღონისძიებები, სავარუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან, ან მაისიდან დაიწყება.
„მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მას შეუძლია ძალიან კარგად გადაადგილება სხვადასხვა ტერიტორიებზე და როგორც ვიცით დიდ მანძილზე დაფრინავს, ასევე შესაძლებელია, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებითაც გადაადგილდეს და ახალ ტერიტორიებზე გავრცელდეს. ეს მავნელებელი სამასზე მეტი სახეობის მცენარით იკვებება და ზოგადად ქვეყნა დგას იმ რისკის წინაშე რომ მოსავლის და სოფლის მეურნეობის კულტურის გარეშე დარჩეს, ამიტომ მნივშნელოვანია იყოს მის წინააღმდეგ ეს ღონისძიებები გატარებული, რომლის მიზანია პოპულაციის რიცხოვნობის შემცირება და ასევე იმ ზიანის შემცირება, რომელიც შესაძლოა მან საქართველოს სოფლის მეურნეობას მოუტანოს“,- განაცხდა ნიკა მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები