“ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე”

„ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მონაწილეობისას განაცხადა.

„ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში. გუშინ მე მქონდა საშუალება მოხსენებით წარვმდგარიყავი პლენარულ სხდომაზე, ასამბლეის  მონაწილეების წინაშე. ასევე  გვქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა ქვეყანასთან. გვქონდა საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს გატარებული და გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან”, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები