ირაკლი კობახიძე ტაილანდის სამეფოს ეროვნული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ტაილანდის სამეფოს ეროვნული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, სურაჩაი ლონგპუნლურჩაის შეხვდა. ტაილანდის სამეფოს ეროვნული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტაილანდის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
შეხვედრაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება.
მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ტაილანდის სამეფოს ეროვნული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
ტაილანდის სამეფოს ეროვნული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის მზადყოფნა გამოიხატა. ტაილანდის სამეფოს წარმომადგენელთა მხრიდან საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.