გიორგი კახიანი: პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს მოუსმინოს
თითქმის ორი თვე გავიდა და ამ მომენტამდე პრეზიდენტის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, პარლამენტში მისი გამოცხადების დროსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს მოუსმინოს.
“როგორც მოგეხსენებათ, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე. თითქმის ორი თვე გავიდა და ამ მომენტამდე პრეზიდენტის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, პარლამენტში მისი გამოცხადების დროსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს და შესაძლოა, უკავშირდებოდეს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაძლოა, პრეზიდენტი ელოდებოდეს პოლიტიკურად მისთვის სასურველ დროს… მიუხედავად ჩვენი მზაობისა, გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.