“იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა უგრეხელიძეს ხელს არ აფარებს”

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით, განცხადებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარს მინისტრი გააკეთებს და მე თავს შევიკავებდი.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჟურნალისტების შეფასებას, თითქოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა უგრეხელიძეს ხელს აფარებს“,- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები