ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ქალაქ პოდგორიცას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელი კოლეგა პრედრაგ ბოჩკოვიჩი უმასპინძლებს. ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და მონტენეგროს დელეგაციები  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრიან დანმანოვიჩს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები