დაბა ლაითურში, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის ცენტრში მდებარე ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ცეცხლმა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაანადგურა. ხანძრის შედეგად, შენობის დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
შენობაში ხუთი ოჯახი ცხოვრობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.