შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცის მაღაროდან გამოსაყვანად, სამაშველო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა, სადაც ჩართულები იყვნენ ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები