საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევა გუშინ, საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა.
ხანძრის შედეგად თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ფანჯარა დაიწვა. ცეცხლმა დაახლოებით 3 კვ.მ. ფართობი გაანადგურა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა.
არსებული ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა.