არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. საბოლოოდ კი ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები