ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოფელ წილკანში პირადად მიუსამძიმრეს.

„ძალიან რთულია ემოციების გამოხატვა. ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ასეთი შემთხვევები არ დაგვემართოს. ვფიქრობ, დადგება დრო, როცა ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და მათ შორის, ჩვენს ხალხს.

ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიფიქროთ ასეთი დანაშაულის და სისასტიკის პრევენციაზე. რთულია, როცა ვერ აკონტროლებ ტერიტორიას, იქ რაიმე მტკიცებულებები მოიპოვო, მაგრამ ჩვენ ამისთვის ვირჯებით და ამისთვის მივიღეთ რეზოლუცია, რათა მივმართოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მექანიზმი ჩაერთოს ამ ყველაფერში”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები