ბოლნისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე MFDA-ს ყრილობას ესწრებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობას ესწრებიან. ისრაელში ფინანსისტთა ასოციაციის ფორუმზე ვიზიტის პირველი დღე, კულტურულ ღონისძიებებს დაეთმო. ქართველების საპატივცემულოდ ექსკურსია ჯვრის მონასტრის მოლოცვით დაიწყო. მეორე დღეს კი სტუმრებს ისრაელის სამხრეთით, იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეზე, იზოლირებულ პლატოზე უმასპინძლეს, სადაც გაშენებულია უძველესი ისტორიული სასახლე და თავდაცვითი ნაგებობა მასადა. დატვირთული დღის ბოლოს კი დელეგაციების წარდგენა გაიმართა, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქვეყნებს შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.

ისრაელის მუნიციპალიტეტის ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობის პირველი დღე დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს. ქართველებთან ერთად ყრილობას, აშშ-ს, გერმანიისა და ჩინეთის დელეგაციები ესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ისრაელის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდება. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, რომლის მიწვევით გაემგზავრა დელეგაცია ისრაელში, მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსისტთა ასოციაციებთან. მუდმივად ხორციელდება გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც გამოიხატება ასოციაციის ყრილობებზე ვიზიტებით და საქმიანი ურთიერთობებით. ისრაელში რუსთავის მერთან ერთად, საქართველოდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან. დელეგაციის ვიზიტი 17 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები