სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა პრიორიტეტული მიმართულებაა”, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი კვების ბლოკებში. შემოწმების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ არსებულ ძირითად მოთხოვნებზე, როგორებიცაა: ნედლეულის მიღება, სურსათის გადამუშავება, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://nfa.gov.ge/ge/informacia/informacia-biznes-operatorebistvis. სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის განხორციელების პროცესში და დარღვევების გამოვლენისას გასცემს კონკრეტულ მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები