21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო და ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 150-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ხეები დარგეს. აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა შეუერთდა.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლემამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები