სუს-ის უფროსი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოების და კრიზისების საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

მხარეებმა კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაციის საკითხები, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები