ნილს სკოტი: ფასდაუდებელია ირაკლი კობახიძის როლი დეცენტრალიზაციის პროცესში გაწეული მუშაობისთვის

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის როლს დეცენტრალიზაციის პროცესში, ფასდაუდებელს უწოდებს. აღნიშნული განცხადება სკოტმა „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“ გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და ამ მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმ სერიოზული ვალდებულებებისთვის, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ დეცენტრალიზაციის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დაეხმარება ამბიციური ხედვა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით გახდეს რეალობა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ მდგრადირეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ უფრო დიდი დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელიც 2012 წელს დაიწყო”,- განაცხადა ნილს სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები